ორ სამოქალაქო პირთან მიმართებაში გვაქვს პრაქტიკულად თვალის დაკარგვა - ანრი ოხანაშვილი

24.05.21 12:15
ორ სამოქალაქო პირთან მიმართებაში გვაქვს პრაქტიკულად თვალის დაკარგვა - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, აცხადებს,  რომ 20 ივნისის ღამეს თვალი მხოლოდ ორმა მოქალაქემ დაკარგა. პარლამენტში, სადაც მმართველი გუნდის ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ, ოხანაშვილი მოხსენებით გამოვიდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 20 ივნისის ღამეს მძიმე დაზიანებები პოლიციელებმაც მიიღეს. 

სამოქალაქო პირებიდან ორმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის განზარახ მძიმე დაზიანება და თქვენთვის ასევე, ცნობილი უნდა იყოს, რომ შსს-ს ორმა სამართალდამცველმა კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის  დროს მიიღო ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ორ სამოქალაქო პირთან მიმართებაში გვაქვს პრაქტიკულად თვალის დაკარგვა და მხედველობის დაკარგვა და ორ სამართალდამცავ პირთან მიმართებაში გვაქვს თავის ქალის დაზიანება. მეორე პოლიციელთან მიმართებაში, მხედველობა აქვს დაკარგული, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

20 ივნისის სისხლიან ღამეს რეალურად თვალი სამმა მოქალაქემ, მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა და ნათია ლეთოდიანმა, დაკარგა. 
 

მსგავსი სიახლეები