გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს - ანა ბუჩუკური

24.05.21 12:48
გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს - ანა ბუჩუკური

გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს - ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა, ანა ბუჩუკურმა, ამნისტიის კანონზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ არაერთხელ გასცა კითხვებს პასუხები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის ყველა საკითხს, რაზეც შეიძლება კითხვები იყოს საზოგადოებაში, უპასუხებს. კარგად გახსოვთ, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხების გაცემის კომპლექსი არ ჰქონდა,"- განაცხადა ბუჩუკურმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. 

გახარიას გუნდის შეთავაზებაა, რომ უმრავლესობამ გაიზიაროს ოპოზიციის პოზიცია და ამნისტია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რომელთაც 20 ივნისს თანამდებობა ეკავათ, არ გავრცელდეს, ამის სანაცვლოდ კი ოპოზიციამ დათმოს და ამნისტია გავრცელდეს ყველა პოლიციელზე.

სამწუხაროდ, დღეს წარმოდგენილია ორი სხვადასხვა პროექტი. ორივე მხარეს კონსენსუსი შევთავაზეთ იმისათვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულებულად ჩაითვალოს, უმრავლესობამ გაიზიაროს ოპოზიციის პოზიცია და არ გაავრცელოს ამნისტია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ანუ იმ პირებზე, რომელთაც თანამდებობა ეკავათ 20 ივნისს და ამის სანაცვლოდ, ოპოზიციამ დათმოს და ამნისტია გავრცელდეს ყველა პოლიციელზე, ყოველგვარი მოთხოვნების და წინაპირობების გარეშე"- თქვა მან.