პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, არა ქუჩაში, არა კარვებში- თურნავა ნამახვანის პროტესტზე

24.05.21 13:49
პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, არა ქუჩაში, არა კარვებში- თურნავა ნამახვანის პროტესტზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს სპეციალურ ბრიფინგით გამოეხმაურა. 

მისი თქმით,  როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე: 

ზოგადად, როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება-ხოლმე გარკვეული განმარტებების რეჟიმში, სხვაგანაც, სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები მსხვილ ჰიდროსადგურებს, აქედან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის. მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. თუმცა, როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების ჩართულობით, არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონების მოშველიებით. ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს პროექტის შესახებ სიმართლე, ბევრი არასწორი ინფორმაცია, მითი, ცირკულირებდა და ჩვენ, ასევე თვითონ ინვესტორი კომპანიაც, ვცდილობთ, რომ ეს მითები გავაქარწყლოთ"- ამბობს მინისტრი. 

 

მსგავსი სიახლეები