როგორც კი კოლექტიური მურუსიძე საშიშროებას იგრძნობს, გადაზღვევას აკეთებს - გია ხუხაშვილი სკანდალურ ფაილებზე

09.03.21 14:19
როგორც კი კოლექტიური მურუსიძე საშიშროებას იგრძნობს, გადაზღვევას აკეთებს - გია ხუხაშვილი სკანდალურ ფაილებზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ სკანდალური აუდიოფაილები ,,ტვ პირველს"  ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მიაწოდა. ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიაში ზოგიერთებმა ხელისუფლების დაკარგვის შიში იგრძნეს და გადაზღვევის მიზნით კომპრომატები მეორე მხარეს გადასცეს.

 

 ზუსტად ვიცი, რომ  ,,ოცნებაში" შიგნით ეძებენ „ვირთხას“, შიდა გამოძიებას აწარმოებენ. დიდი გამოცდილება მაქვს და ზუსტად ვიცი, როგორ ხდება: როგორც კი კოლექტიური მურუსიძე იგრძნობს, რომ შეიძლება, ხელისუფლება შეიცვალოს, საშუალო რანგის ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან იმისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში „კვერცხები“ მომავალ ხელისუფალთან დადონ, გარკვეული გადაზღვევა გააკეთონ, იწყებენ ასეთი ინფორმაციის მეორე მხარისთვის მიწოდებას, რათა თამაშში დარნჩენ, ან ხელშეუხებელი იყვნენ,– განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აუდიოფაილები წინა ხელისუფლების მიერ არაა ჩაწერილი, ასეთ ვითარებაში ,,ნაციონალური მოზრაობა" არჩევნებს არ წააგებდა.

მიშა სააკაშვილს ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა, ჩვენ 2012 წელს არჩევნებს ვერ მოვიგებდით. მე შიგნით, „სამზარეულოში“ ვიყავი და მშვენივრად ვიცი, როგორ მიდიოდა ყველაფერი. ჩვენ „დანის პირზე“ ვიარეთ.  ბერასაც დაიჭერდა, ანზორ ჩუბინიძესაც, ირაკლი ღარიბაშვილსაც მიაყოლებდა და ჩვენი მოძრაობის დისკრედიტაციასაც მოახდენდა. მე არ ვიცი, როდისაა გაკეთებული, მაგრამ არადამაჯერებელია რიტორიკა, რომ ეს 2010 წლის ჩანაწერია, - ამბობს ექსპერტი.  

სკანდალური აუდიოფაილები ტვ პირველის ეთერში 6 მარტს გამოქვეყნდა. საქართველოს პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა განცხადება და გამოძიება კერძო საუბრის გამოქვეყნების ფაქტზე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები