პასუხი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებს - თურნავა გადადგომას არ აპირებს

24.05.21 13:54
პასუხი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებს - თურნავა გადადგომას არ აპირებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნის საპასუხოდ ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს. 

მე რომ ერთი წამითაც ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, მე აქ, თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებით მოწოდება არ დამჭირდებოდა. დარწმუნებულები ვართ, ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკის და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი"- განაცხადა თურნავამ.