შეხვედრა პარლამენტის კართან - რას სთავაზობს გოლეთიანი კუჭავას
რიონის მცველების აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის, განცხადებით, მათ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, დაუკავშირდა და დიალოგისთვის მზაობა გამოთქვა. გოლეთინმა აქციის მოანაწილეებს ჰკითხა, თანახმა არიან თუ არა, მივიდნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, რაზეც თანამოაზრეების თანხმობა მიიღო.
ვარლამ გოლეთიანმა კახა კუჭავას არჩევანის საშუალება მისცა: მშვიდობიანი შეხვედრა პარლამენტის უკან, ან მოლაპარაკებები პარლამენტის შენობაში მედიის თანდასწრებით.
ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შემოგვთავაზა შეხვედრა. არ ვიცით, გამოსვლების შემდეგ მას რა აქვს სათქმელი ჩვენთვის, მაგრამ უბრლაოდ გვინდა ეს საკითხები ერთად გავიაროთ, ვინც აქ ვართ, და ერთად გადავწყვიტოთ. ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო ერთობით. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე არ ვიღებთ, ეს არის კრებითი გადაწყვეტილება, - განაცხადა გოლეთიანმა.
ამ დროისათვის რიონის მცველები პარლამენტის თავმჯდომარის სატელეფონო ზარს ელოდებიან.
ვარლამ გოლეთიანმა ასევე დედაქალაქის მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა აღნიშნა, რომ "გაჩუმება დანაშაულია".