შემოთავაზება კონსტრუქციულობის ჩარჩოში არ არის - კუჭავა რიონის მცველებს ქუჩაში არ შეხვდება

24.05.21 15:13
შემოთავაზება კონსტრუქციულობის ჩარჩოში არ არის - კუჭავა რიონის მცველებს ქუჩაში არ შეხვდება

შემოთავაზება კონსტრუქციულობის ჩარჩოში არ არის - პარლამენტის თავმჯდომარე რიონის მცველებს ქუჩაში არ შეხვდება. განცხადება კახა კუჭავამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

ჩემი აპარატიდან დაუკავშირდნენ ვარლამ გოლეთიანს, ძალიან მარტივი მიზეზით. გამეცნო და მომესმინა, რამდენად არის შესაძლებლობა, რამდენად ხედავენ, რომ ამ დიკუსიაში პარლამენტი ჩაერთოს. შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება, მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება. ან შედგებოდა შეთანხმება, ან არა, მაგრამ ეს შეხვედრა იქნებოდა საჯარო. ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია, რომ საკითხები განხილულ იქნას ასეულობით ადამიანთან, მითუმეტეს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ნამდვილად გვქონდა ეს პრაქტიკა, რომ მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მათ შორის, „ფეისბუქზე“. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია, შევხვდე რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს"- თქვა კუჭავამ. 

პარლემენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კარები ყველასთვის ღიაა, თუმცა გარეთ შეხვედრა პრობლემის გაცნობას ხელს არ შეუწყობს.