მინდა, მიშა დავამშვიდო, წყალი პარლამენტის მხოლოდ 2 სართულს დატბორავს - რომან გოცირიძე

24.05.21 16:46
მინდა, მიშა დავამშვიდო, წყალი პარლამენტის მხოლოდ 2 სართულს დატბორავს - რომან გოცირიძე

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს იმ კომენტარს ეხმიანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნამოხვანჰესის შესახებ გააკეთა. 

გუშინ ექსპერტმა ბრძანა, ნამახვანი რომ დაინგრეს, არ იქნება 19 მეტრის სიმაღლის ტალღა, მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის იქნებაო. 
მინდა, ამ ახალი ინფორმაციით დავამშვიდო მიშა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მიერ ქუთაისში აშენებული ლამაზი შენობები  შეიძლება, წყალში ჩაიძიროს. არ მოხდება ასე. 4 მეტრის სიმაღლის წყალი შუშის პარლამენტის მხოლოდ ორ სართულს დატბორავს - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

 

 

 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა,  განაცხადა, რომ ნამოხვანჰესის ავარიის შემთხვევაში ქუთაისს კატასტროფა დაემუქრება.