მოვუწოდებთ საზოგადოებას, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ჩვენთან მოვიდნენ - ვარლამ გოლეთიანი

24.05.21 17:01
მოვუწოდებთ საზოგადოებას, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ჩვენთან მოვიდნენ - ვარლამ გოლეთიანი

ნამოჰვანჰესის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში თავისუფლების მოედანისკენ მიემართებიან. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ 26 მაისს ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს. 

დავიძრებით თავისუფლების მოედანზე და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. მოვუწოდებთ საზოგადოებას - არ უნდა მივიდეს იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ"- თქვა გოლეთიანმა. 

26 მაისს თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობისნ დღესთან დაკავშირებით აღლუმი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები