უფრო მეტ ძალას ვაჩვენებთ - რიონის მცველები ხვალ თბილისის ქუჩების პიკეტირებას აანონსებენ
რიონის მცველები ხვალ, 25 მაისს, თბილისის ქუჩების პიკეტირებას აანონსებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი, ამბობს, რომ ხვალ გაცილებით დიდ ძალას აჩვენებენ:
ჩვენ უკვე 210 დღეა, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს. ამ სამართლიან და გულწრფელ ბრძოლას აჰყვება დედაქალაქი. ჩვენ ხვალ 4 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით დიდ ძალას, ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით, დავიძრებით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს", - განაცხადა გოლეთიანმა.
"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს თბილისში მსვლელობა მოაწყვეს. მთავარი მოთხოვნა ჰესის მშენებლობის შეჩერებაა.