ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერი - მელია

24.05.21 19:44
 ღარიბაშვილს მართებს, მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერი - მელია

ღარიბაშვილის ადგილზე ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს მადლობას გადავუხდიდი - ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს გორში განუცხადა. ,,ენმ"-ს ლიდერი აცხადებს, რომ არა მისი პრინციპული პოზიცია და უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერი კვლავ გახარია იქნებოდა და არა ღარიბაშვილი.

24 საათი ,,ნაციონალურ მოძრაობაზე" რომ საუბრობს, მშვიდი ძილის შესაძლებლობა არა აქვს, , მის ადგილზე მადლობას გადავუხდიდი ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეს. რომ არა მე, რომ არა უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ღარიბაშვილი იქნებოდა ისევ იქ, სადაც იყო. ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, რომ ის პრემიერია.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ განცხადებებს, არ აღვიქვამ, რომ ეს განცხადება პოლიტიკოსის მიერ კეთდება, არა თუ პრემიერის მიერ. ხომ ვნახეთ, როცა ის იყო დასაქმებული პრემიერ-მინისტრად, როცა მოინდომა იმ დამსაქმებელმა, ღარიბაშვილი გადადგა. მერე მე შევუწყვე ხელი, რომ მოსულიყო პრემიერად, მერე ისევ მე შევუწყობ ხელს, რომ ის თუნდაც ნომინალურად აღარ იყოს პრემიერი - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი სიახლეები