გახარიას არც დაგმობას, არც მასთან ბრძოლას ვაპირებ - ნიკა მელია

24.05.21 19:21
 გახარიას არც დაგმობას, არც მასთან ბრძოლას ვაპირებ - ნიკა მელია

,,იქნება თუ არა გახარია არჩევნებში კონკურენტი, ვერ გეტყვით, მე ყველას მივესალმები საარჩევნო პროცესში" - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ექსპრემიერთან დაკავშირებით მას გააჩნია საკუთარი შეფასება,  თუმცა, მასთან ბრძოლას და კრიტიკას არ აპირებს.

იქნება ბატონი გახარია, იყოს. ვინც არ უნდა იყოს, იქნება ბატონი ვასაძე, იყოს. არ ვუყურებ პროცესს ისე, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პიროვნება თავისი პოლიტიკური მრწამსით, ან წარსულით, მას არ ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. მათ არც დაგმობას და მათთან არც ბრძოლას ვაპირებ, ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს, ეს მიზანი ბედნიერი საქართველოს ხილვაა... 

თუ რამე გაუგონარი არ თქვა და 20 ივნისის მოწყობაში არ დაადანაშაულა პატრიოტები, ბატონ ივანიშვილს ოლიგარქს კი არა, ილია ჭავჭავაძეს უწოდებს, ამ შემთხვევაში მექნება ჩემი შეფასება, ამის შემდეგ საერთოდ არ ვაპირებ ოპოზიციურ ველზე წარმოდგენილი კონკურენტევბის კრიტიკას, რაც არ უნდა ვიყო მათთვის მიუღებელი, ან პირიქით - განაცხადა ნიკა მელიამ.