ამნისტიის კანონი ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდის წინაშე დააყენებს ხელისუფლებას - მელია

24.05.21 19:35
ამნისტიის კანონი ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდის წინაშე დააყენებს ხელისუფლებას - მელია

,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტის მიღებით, ან არმიღებით  ,,ქართული ოცნება" თავს ორივე შემთხვევაში უმძიმეს ვითარებაში ჩაიგდებს. ნიკა მელია აცხადებს, რომ მმარველი პარტია ისეთ მდგომარეობაშია, საიდანაც საუკეთესო გამოსავალი არ არსებობს.

ჩემი პოზიცია ცნობილია: არავითარი თანხმობა ამნისტიაზე, რომელიც თითქოს ჩემზე უნდა გავრცელდეს და სინამდვილეში თავიანთი თავისთვის აქვთ შემუშავებული. დანარჩენი, რასაც ,,ოცნება" გააკეთებს, ეჭვი მეპარება, რომ გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ, მაგრამ ყველაფერი, რაც არაგონივრული იქნება,  ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდის წინაშე დააყენებს ხელისუფლებას, კერძოდ რეჟიმს. რომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია მოძალადეებზე, ჩემი აზრი უკვე ცნობილია, მაგრამ ,,ოცნება" ისეთ მდგომარეობაშია, საიდანაც საუკეთესო გამოსავალი უკვე აღარ აქვს, რადგან იმ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, რაც განრახული აქვს მას, უმძიმეს პოლიტიკური ფასის გადახდა ამოუწევს, არ მიიღებენ, მაინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნებიან - განაცხადა ნიკა მელიამ.