გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს - კელი დეგნანი

09.03.21 15:00
გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს - კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. როგორც ელჩმა დეგნანმა განაცხადა, ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა.

 

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოველისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება – განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა.

ვისაუბრეთ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. შეხვედრისას ასევე ყურადღება დავუთმეთ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.”- განაცხადა პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები