26 მაისზე საუბრობენ ის ჩინოვნიკები, ვის მიმართაც გვაქვს პროტესტი - გოლეთიანი გეგმებზე საუბრობს

25.05.21 11:23
26 მაისზე საუბრობენ ის ჩინოვნიკები, ვის მიმართაც გვაქვს პროტესტი - გოლეთიანი გეგმებზე საუბრობს

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი, მმართვალი პარტიის წარმომადგენლების რიტორიკას პასუხობს. 

მისი თქმით, რიონის მცველები კონკრეტულ დღეს არ აკნინებენ. 

ჩვენ გვაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, პრემიერთან, სხვა არაერთ ჩინოვნიკთან, რომლებიც უშუალოდ კავშირში არიან ნამაჰვანჰესის კასკადის დოკუმენტაციასთან, იმ ხელშეკრულებასთან, რაც დაფიქსირებულია. 

26 მაისზე საუბრობენ ის ჩინოვნიკები, ვის მიმართაც გვაქვს პროტესტი. ჩვენ კი ვეუბნებით ადამიანებს, რომ ეს ბრძოლა, არის თითოული ადამიანის ბრძოლა, მაშინ სად უნდა იდგეს ადამიანი ლოგიკურად?! 

აქ დღის დაკნინებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმ ხალხის მოსმენაზე, ვინც იქ გამოდის და ჩვენ ვთვლით, რომ დამნაშავეა"- თქვა გოლეთიანმა. 

მისი თქმით, საპროტესტო აქცია-პიკეტი დღეს, 25 მაისს, 16:00 საათზე გაგრძელდება. რიონის მცველები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და სცენიდან გაახმოვანებენ, რის გადაკეტვასა და პიკეტირებას აპირებენ.

მმართველი პარტიის ლიდერი, სოზარ სუბარი, აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დამოუკიდებლობის დღის ჩაშლას ცდილობენ. 

მსგავსი სიახლეები