საარჩევნო რეფორმა - პარლამენტი კანონპროექტს პირველი მოსმენით დღეს მიიღებს

25.05.21 11:26
საარჩევნო რეფორმა - პარლამენტი კანონპროექტს პირველი მოსმენით დღეს მიიღებს

პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით საარჩევნო რეფორმის კანონპროექტს მიიღებს. განხილულ დოკუმენტში ძირითად საკითხებზე  ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდება.

საარჩევნო რეფორმის მიხედვით ცვლილებები შეეხება ცესკო-ს დაკომპლექტებას, კომისიების დაკომპლექტებას, სადაც კომისიის წევრთა რაოდენობა 17-მდე გაიზრდება. ასევე ცვლილება შეეხება აგიტაციას, საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება კოორდინატორების ყოფნა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ხმების გადათვლის მექანიზმს, რომლის მიხედვითაც ხმის გადათვლა ელექტრონულად მოხდება.

ეს კანონპროექტი აზღვევს მანიპულაციებისგან და გაყალბებისგან არჩევნებს, აზღვევს ძალიან დიდწილად. იცით, რომ შემოდის ელექტრონული მოწყობილობები, გადათვლის მექანიზმი და ა.შ.", - ამბობს "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი.

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ არჩევნები ისედაც არ ყალბდება, თუმცა ახალი კოდექსი გაყალბებას აღქმის დონეზეც გამორიცხავს. 

ახალი კოდექსი არათუ გაყალბებას გამორიცხავს, ახალი კოდექსის მთავარი მიღწევა ის არის, რომ აღქმის დონეზე გამორიცხავს გაყალბებას. აქ არის ერთგვარი პიროვნული იერიში მიტანილი თამარ ჟვანიაზე.  ის, რომ ოპოზიცია თავს უფლებას აძლევს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააბულინგოს მათთვის მიუღებელი ადამიანი, არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის თავისი პროფესიონალური მოვალეობის დროს ნაკლოვანი", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

 

  ჩვენ ვუყურებთ ამ რაკურსით, რომ არ ყოფილიყო რაიმე ისეთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, რომ სპეციალურად გაჭედილიყო საარჩევნო პროცესი და მეორე რომ არ ყოფილიყო მანიპულაცია არჩევნების დროს და ჩვენც აქედან გამომდინარე რომ არ ყოფილიყო აღქმის საშუალებაც კი, რომ რაიმე მანიპულაცია მოხდა არჩევნებზე, ჩავდეთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც ნებისმიერ აღქმას და სპეკულაციას საშუალებას არ მისცემს", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

საკომიტეტო ფორმატში "ლელომ" კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. 

მსგავსი სიახლეები