ამნისტიის კანონი - "ოცნების" კანონპროექტი დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით გავა

25.05.21 11:43
ამნისტიის კანონი - "ოცნების" კანონპროექტი დღეს პარლამენტში პირველი  მოსმენით გავა

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიცია და ხელისუფლება საერთო დოკუმენტზე შეჯერებას ისევ ვერ ახერხებენ. მმართველი გუნდის კანონპროექტი დღეს პარლამენტში ერთი მოსმენით გავა. ხელისუფლების კანონპროექტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების სრული მხარდაჭერა მიიღო. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მათთის წაყლგამყოფი ორი საკითხი აღმოჩნდა: პირველი, ის, რომ ამნისტიის მისაღებად პირის თანხმობა არ უნდა იყოს აუცილებელი, რადგან ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ ჩანაწერს ნიკა მელიასთან დაკავშირებით აკეთებს და მეორე, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს მომავალში აღძრულ საქმეებზე, რომელიც 20 ივნისს უკავშირდება.

ამ ორი წლის მანძილზე რა ბრალდებაც და მსაჯვრდებაც არსებობს პოლიციელთა მიმართ, გავრცელდეს, აქციის მონაწილეთა მიმართ გავრცელდეს და არც არ არსებობს მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე, არ შეიძლება ამნისტიის გავრცელება. მათი წარმოდგენილი ვარიანტი ასეთია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოვლენილი დანაშაულები, ასევე, მომავალში შესაძლო დანაშაულებზე, ანუ მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე გავრცელდეს. ასეთი ამნისტია ისეთ შეუზღუდავ უფლებამოსილებას უტოვებს ხელისუფლებას, ეს „ოცნება“ იქნება, თუ მომავალში სხვა, რომ მისი შეუზღუდავი შეხედულებისამებრ დააკავშიროს რაღაც ფაქტები 20 ივნისის ფაქტთან და გაავრცელოს ამნისტია, ეს შეუძლებელია, - ამბობს "ლელოს" წევრი, შალვა შავგულიძე.

ამნისტიის ამ ფორმით მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და ის ოპოზიციონერები, რომლებიც პარლამენტში ჯერ არ შესულან. მათი თქმით, მსხვერპლის და მოძალადის რაიმე ფორმით გათანაბრება მიუღებელია, ამიტომ, მათთის ნებისმიერი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მიუღებელია.

აქ შინაარსზე ლაპარაკი არის ზედმეტი. ლაპარკია სულისკვეთებაზე და სულისკვეთება ამნისტიის შესახებ კანონის არის მარტივი, გინდ გავიდეს ხელისუფლების შემოთავაზებული და გინდ ოპოზიციის. მძევლები იცვლება დამნაშავეებში და ეს დამოკიდებულება, რომ ხელისუფლებას შეუძლია, დამნაშავეებს დააფაროს ხელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, მომავალში ცუდ პერსპექტივას აძლევს ბიძგს, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, აკაკი ბობოხიძე.
 

მსგავსი სიახლეები