დიდი ფული არჩევნებისთვის - ცესკო 880 ათასზე ლარზე მეტს შენობების რემონტისთვის დახარჯავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია 880 ათასზე ლარზე მეტს შენობების რემონტისთვის დახარჯავს. დოკუმენტაციის მიხედვით, ცეკსო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, ფულის გამოყოფას დაჩქარებული წესით ითხოვს. რემონტი ოქტომბრამდე უნდა მოასწრონ. საუბარია ოლქების გარემონტებაზე.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ საქმეზე კორუფციული გარიგება იკვეთება. მათი თქმით, ცეკო იმ კომპანიასთან გაფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც "ოცნების" სახელს უკავშირდება.
თანხებიდან თუ ვიმსჯელებთ, არის ოლქები, სადაც 80 ათას ლარს ხარჯავს, არის ოლქები, სადაც 7 ათას ლარს ხარჯავს. ეს თანხები ვერ უზრუნველყოფს 17 კომისიის წევრისთვის დამოუკიდებელი სამუშაო სივრცის შექმნას. წინასწარ უნდა გაეთვალა ყველაფერი და შესყიდვა გაეკეთებინა ტენდერით და არა ერთ პირთან მოლაპარაკებით. ერთ პირთან მოლაპარაკებით კონტაქტების გაფორმება ყოველთვის აძლევს ფულის კეთების საშუალებას და კორუფციულ ნიშნებს ატარებს და ეს ნიშნები არის ამ შესყიდვაში", - ამბობს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.