"ოცნება ძალიან ცუდ თამაშს თამაშობს, ძალადობის აგონიური წახალისებები რითაც დასრულდება, კაცმა არ იცის"- დოლიძე
ხელისუფლების წახალისებული ძალადობა - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ძალიან ცუდ თამაშს ეწევა და როგორ დასრულდება ეს ყველაფერი არავინ იცის.
ოპოზიციონერის განცხადებით, მოძალადეების რეალური წამხალისებელი სწორედ ხელისუფლებაა:
"რეალურად წახალისებულები არიან ეს ადამიანები იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ტაშს უკრავენ და თურმე კარგია აქდამიანის ცემა, ადამიანზე თავდასხმა, ოღონდ ეს ყველაფერი რითი დამთავრდება კაცმა არ იცის. ძალიან ცუდ თამაშს მთამაშობს ქართული ოცნება, რაღც აგონიურ წახალისებებს აქვს ადგილი და ერთი და იგივე წრეზე თუ გვინდა ტრიალი მე ნამდვილად არ მინდა და არც ის მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, სადაც ეს ჩვეულებრივი ნორმაა და ამ ყველაფერს ვეძახით თურმე ცემას" - ბაჩო დოლიძე.