კობახიძემ არასამთავრობოები ორჯონიკიძეებად გამოაცხადა - "ოცნების" თავმჯდომარის იერიში უფლებამცველებზე

28.06.23 14:04
კობახიძემ არასამთავრობოები ორჯონიკიძეებად გამოაცხადა - "ოცნების" თავმჯდომარის იერიში უფლებამცველებზე

მმართველმა პარტიამ დღეს მორალისტებად, რუსებად და ორჯონიკიძეებად არასამთავრობო სექტორი გამოაცხადა. იერიში ირაკლი კობახიძემ  უფლებამცველებზე მას შემდეგ მიიტანა, რაც "სტატუსმეტრმა " დასკვნა გამოაქვეყნა და თქვა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს არ ასრულებს.

ამ შეხვედრაზე ხელისუფლება არ მივიდა და ბოიკოტი გამოაცხდა, სამაგიროდ იქ შეკრებილ არასამთვორბო ორგანიზაციებზს თავს მმართველი პარტიის თავმჯდომარე დაესხა.

"ეს არის სერგო ორჯონიკიძის მიდგომა, ჩვენ თავიდანვე გვქონდა საუბარი. ისინი შეიკრიბნენ სოროსის ფონდში, კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები, კოლექტიური ვანო ჩხიკვაძეები, NGO-ები, რომელთა თვითმიზანი არის, რომ საქართველომ რამენაირად არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამ კონკრეტულ NGO-ებს, ყველა NGO-ზე არ არის საუბარი, საუბარია ყველაზე მდიდარ NGO-ბზე, აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ არ მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და შემდეგ ეს გამოიყენონ კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ ავიდნენ სცენაზე და მოითხოვონ მთავრობის გადადგომა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეგიონებში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, რაც შეეხება მათ შეფასებებს ეს არის სრული ილუსტრაცია იმისა, რომ ისინი არიან კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები