არასდროს არ დავგმობ საქართველოს მტრებზე ძალადობას! პირიქით, წავახალისებ - დიტო სამხარაძე
"ოცნების" მაგინებელი დეპუტატი დიტო სამხარაძე ამბობს, რომ არასდროს დაგმობს საქართველოს მტრებზე ძალადობას, პირიქით წაახალისებს და ყველას მოუწოდებს, რომ მტრებს საკადრისი პასუხი გასცეს.
სამხარაძის თქმით, არცერთ ქართული ოცნების წევრს შეურაცხყოფა არ მიუყენებია პირველს ოპონენტისთვის.
ვინც მარჯვენა ლოყაში მომარტყავს, მოვაჭამ თავს - ამბობს სამხარაძე.
არასდროს არ დავგმობ საქართველოს მტრებზე ძალადობას! პირიქით, წავახალისებ და ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს მტრებს საკადრისი პასუხი გასცენ! ჩემი ოჯახის ამწიოკებელზე, ჩემი გუნდის წევრის გამლანძღველზე და შემგინებელზე ძალადობას არ დავგმობ! არც აქამდე არ დამიგმია და არც არასდროს არ ვაპირებ! ვინც მარჯვენა ლოყაში მომარტყავს, მოვაჭამ თავს. არცერთ ქართული ოცნების წევრს პირველად შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ოპონენტისთვის, მსგავსი ქმედების ერთი ფაქტიც კი არ არსებობს! მხოლოდ მაშინ ვრეაგირებთ და ათასჯერ მძლავრად და ხარისხიანად ვუბრუნებთ პასუხს, როცა ჩვენ გვიკეთებენ რაიმე ცუდს!
ასე რომ, შმაცებო ვერაფრით ვერ ავიკიდებ “დაგმე ძალადობის” კომპლექსს". - წერს სამხარაძე.