1 საათით მაინც ჩასულიყავით პირამოკერილ ადამიანებთან - ვაშაძე ღარიბაშვილს ჭიათურაში ჩასვლისკენ მოუწოდებს
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე პირამოკერილ გაფიცულებს შეხვდეს.
ეს არიან ადამიანები, რომლებსაც 8 დღის მანძილზე ამოკერილი აქვთ პირი. ხალხი, რომელიც ითხოვს შველას ხელისუფლებისგან. ხალხი მშიერია, სახლები თავზე ენგრევა და თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან მათ ხარჯზე. ჭიათურა ასეთი განადგურებულია, თქვენ იქ არ ჩადიხართ, ეტყობა და სურათები წამოგიღეთ. გუშინ კომიტეტის სხდომაზე ძალიან კარგ ხასიათზე იყავით, შეხუმრებულები. ცინდრიკი იყო. როგორ არ გაგიჩნდათ სურვილი არცერთ თქვენგანს, ერთი საათით მაინც ჩასულიყავით პირამოკერილ მოშიმშილე ადამიანებთან და უბრალოდ გეკითხათ, რაშია საქმე. მივმართავ პრემიერ-მინისტრს ,მარტო ზედაპირული ლაპარაკები კი არა, ჩადით და დაელაპარაკეთ ამ ხალხს", - თქვა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში დასაქმებულები "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს ითხოვენ. პროტესტის 2-მა მონაწილემ უკიდურეს ფორმას 18 მაისს მიმართა და პირი ამოიკერა.