დაპირისპირება პარლამენტთან - მოქალაქემ მიხეილ სააკაშვილის ბანერი დააზიანა
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან, მოქალაქემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბანერი დააზიანა.
გავრცელებულ ვიდეოში აგრესიულად განწყობილი პირი, რომელიც ამბობს, რომ ბექა არაბულია, აცხადებს, რომ ის "საქართველოს პატრიოტია და რუსთაველზე სააკაშვილის ბანერი არ უნდა იყოს".
აგრესიული მოქალაქის დამშვიდებას მალხაზ მაჩალიკაშვილი ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. აქტივისტები მომხდარს პროვოკაციად აფასებენ.