პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წულუკიანის რეპრესიების მოწინააღმდეგე ხელოვანები მივიდნენ

29.06.23 11:52
პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წულუკიანის რეპრესიების მოწინააღმდეგე ხელოვანები მივიდნენ

პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წულუკიანის რეპრესიების მოწინააღმდეგე ხელოვანები მივიდნენ. "სოლიდარობა მწერლებს", "თავისუფლება მუზეუმს", "დამოუკიდებლობა კინო-ცენტრს!" - ეს იყო კულტურის სფეროს წარმომადგენლების მთავარი სათქმელი პარლამენტში, სადაც დღეს ჯანდაცვის რეპრესიული კანონის მეორე მოსმენით  მისაღებად ემზადებიან.

პერფორმანსის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ შესვენება გამოაცხადა და მათ მოუწოდა დარბაზი დაეტოვებინათ.

ეს რეალურად არის ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის მიერ დადგმული პერფორმანსი, ვინც თავად მოსვლა ვერ გაბედა, რაც ლამაზად და კორექტულად არ გამოიყურება.

სამწუხაროა, რომ რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, ამის ნაცვლად, სხვა რაღაც გართობით არის დაკავებული,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართული კულტურა საფრთხეშია. მათი თქმით, კულტურის სამინისტრო კონტაქტზე არ გამოდის, შესაბამისად ისინი რეაგრებას საკანონმდებლო ორგანოსგან მოითხოვენ. 

"ჩვენს მაისურებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ რა გვინდა გადავცეთ მას და "ქართული ოცნების" სხვა ჩინოვნიკებს, რომელიც არაერთია ამ დარბაზში. ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ ერთხელ ახსენა, რომ "ცისფერი მთები" მოსწონს ძალიან და "ცისფერ მთებს" ჰგავს მთელი სისტემა, რომელიც მათ შექმნეს. მე მათ ვურჩევდი უფრო კარგად ნახონ ვიდრე "ცისფერი მთები ნახეს" და უყურონ "მონანიებას". მე მაწერია "სამ კაცში ოთხი მტერია", მხოლოდ ფრაზები არ დაამახსოვრდეთ, უფრო ღრმად ჩაუღრმავდნენ ფილმებს", - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.

მსგავსი სიახლეები