ამნისტიის კანონპროექტის განხილვა შესაძლოა, გადაიდოს
ამნისტიის კანონპროექტის განხილვა შესაძლოა, გადაიდოს. მიზეზი მხარეებს შორის პოზიციების ვერ შეჯერებაა. საკითხის განსახილველად რამდენიმე საათში პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის შორის შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული შეთავაზებით კახა კუჭავამ ოპოზიციას მას შემდეგ მიმართა, რაც „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის შეჩერების ინიციატივით გამოვიდა. ჯაფარიძემ ამის მიზეზად საზოგადოებაში არსებული ეჭვები დაასახელა, რომლის მხიედვითაც „ქართულ ოცნებას“ ამნისტიის აკნონპროექტის სათავისოდ გამოყენება უნდა.
ჯერ კიდევ ძალიან დაშორებულუია პოზიციები და რამდენადაც ძალიან სენსიტიური საკითხია, ხომ არ გადავდოთ გამოტანა? ხომ არ აჯობებდა, რომ ამ მრავალმხრივ კგუფს მივცეთ საშუალება, რომ გააგრძელოს მუშაობა და შემდეგ გამოვიტანოთ პირველ მოსმენაზე? საჭიროა ეს ემოციები დავაცხროთ და ადამიანებს მივცეთ იმის განცდა,რ ომ არ არის აქ ამ ამნისტიის კანონის შემტხვევაში მცდელობა, რომ აი, ეს პოტენციური დამნაშავეებისთვის შევქმნათ რაღაც სივრცე, - განაცხადა ჯაფარიძემ.
„ლელოს“ ამ ინიციატივას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც ეთანხმებიან.
როგორ და რა დროში მოხეხრდება ამნისტიის შესახებ მსჯელობა, ცნობილი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გახდება.