ბათუმის საკრებულოს წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა „ოცნება“ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა

25.05.21 13:28
ბათუმის საკრებულოს წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა „ოცნება“ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა

 ბათუმის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. წასვლის შესახებ განცხადება მან  სოციალურ ქსელში დაწერა. 

სააკაშვილის რეჟიმის დროს სრულიად უსამართლოდ ვიყავი პოლიტიკურ პატიმრობაში. 2012 წლის 1 ოქტომბერი ქართველი ხალხის არჩევანი იყო, ერთგვარი საშუალება თავისუფლების მოპოვების და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უამრავი ადამიანისათვის.

რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არაერთხელ აღმინიშნავს. დევნა გამოუცხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წელს წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში "ქართული ოცნების" ჩამოყალიბებაში, არის მინიმუმ უსამართლობა. რასაკვირველია, მიზეზი ბევრია, კარგად გვესმის, რომ აქ სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია. ამიტომ, მოკლედ გეტყვით ჩემს გადაწყვეტილებას, ვტოვებ "ქართულ ოცნებას"და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად",- წერს  დიმიტრი ჭეიშვილი.

მსგავსი სიახლეები