ჩანაწერი დანაშაულის შემცველი რომ ყოფილიყო, რეჟიმი არ აპატიებდა - ირაკლი ზარქუა

09.03.21 15:21
ჩანაწერი დანაშაულის შემცველი რომ ყოფილიყო, რეჟიმი არ აპატიებდა - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ფარულ ჩანაწერებს  2010-11 წლებით ათარიღებს. მისი თქმით, ჩანაწერი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, ამის დასამტკიცებლად კი კონკრეტული არგუმენტი მოჰყავს. 

გამოძიება დაიწყო და სწორი პოზიციაა ეს, შესაბამისად, გავიგებთ, რა შედეგს დადებს. ის შინაარსი რამის შემცველი რომ ყოფილოყო, 2010-11 წელს, როდესაც რეჟიმი ნადირობდა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერზე, იმას არ აპატიებდნენ და პრობლემებს შეუქმნიდნენ - ამბობს ირაკლი ზარქუა.

ტვ პირველზე, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში, გასული სკანდალური აუდიოჩანაწერების გასვლის შემდეგ ათეულობით ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც ბერა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ ბერა ივანიშვილისთვის არასასურველი შინაარსის კომენტარების ავტორებს 2013 წლიდან მისი გარემოცვა სხვადასხვა მეთოდით უსწორდებოდა. სატელეფონო ჩანაწერში საუბარი ბერა ივანიშვილს, ირაკლის ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის მიმდინარეობს. საუბრის  მიხედვით დგინდება, რომ სწორედ ისინი იღებდნენ ოლიგარქის შვილის დავალებებს და პირადად უსწორდებოდნენ ბერას "შავ სიაში" მყოფ  პირებს.