სერიოზული კითხვები ჩნდება, რა არის აქციების რეალური მიზანი - თალაკვაძე ნამახვანის აქციებზე

25.05.21 13:33
სერიოზული კითხვები ჩნდება, რა არის აქციების რეალური მიზანი - თალაკვაძე ნამახვანის აქციებზე

ხელისუფლება რიონის მცველების წინააღმდეგ - ,,ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მისამართით სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი: 

 მშენებლობა შეჩერებულია, კონტრაქტის გადამოწმება ხდება და გარემოზე ზემოქმედება იქნება შესწავლილი, მაინტერესებს, რა არის ის მოთხოვნები, რასაც დღეს აქციის ორგანიზატორები აყენებენ? ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი. მეტი საჯარო განმარტებები უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან.

როცა ყველა კითხვაზე იყო პასუხები და დიალოგზე არის მზადყოფნა, ეს პროტესტი რას ემსახურება და მიმართული არის თუ არა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხები უნდა მოვისმინოთ"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები