ქუჩის ბლოკირებით, პარალიზებით დიალოგი გაჭირდება - თურნავა "რიონის მცველებს"
ეკონომიკის მინისტრის პასუხი "რიონის მცველებს" - ნათია თურნავას თქმით, ხელისუფლება ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დიალოგისთვის მზად არის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დიალოგი არ უნდა გასცდეს ენერგეტიკის დარგზე საუბარს და "რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს".
შექმნილია ძალიან კარგი, საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს... ნებისმიერი შტო ჩვენი ხელისუფლების მზადაა, კონკრეტულად, საქმიანად, სამუშაო ჯგუფებში, კონკრეტულ ექსპერტებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ, რაც ტურისტების მოლოდინში, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში აბსოლუტურად მიუღებელია", - თქვა ნათია თურნავამ.