პარლამენტის სამ დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

25.05.21 14:57
პარლამენტის სამ დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

პარლამენტის დეპუტატებს, ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს,  დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ. საკითხს პარლამენტმა კენჭი დღეს უყარა.

,,ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პრემიერის მრჩევლად დაინიშნა, მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ,,გირჩის" წევრმა, სალომე მუჯირმა, სადეპუტატო ადგილი თანაგუნდელს დაუთმო.

მსგავსი სიახლეები