გამოძიების პასუხები ბევრ ჩვენს ოპონენტს არ მოეწონება - ბექა დავითულიანი

09.03.21 15:35
გამოძიების პასუხები ბევრ ჩვენს ოპონენტს არ მოეწონება - ბექა დავითულიანი

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ბექა დავითულიანი, პროკურატურის მიერ ტვ პირველის ეთერში გასული აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება. დავითულიანი გამოძიების შედეგებს წინასწარ აანონსებს და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების დასკვნა ოპონენტებს არ მოეწონებათ. 

გამოძიება დაწყებულია, გამოძიება გასცემს პასუხს ყველა კითხვას, მათ შორის, შინაარსობრივსაც, როდის არის ჩაწერილი, რა თემას ეხება, ასევე გასცემს კითხვას, როგორ არის მოპოვებული, არის თუ არა დამონტაჟებული და ფაბრიცირებული და ყველანი გაიგებთ ამაზე ისეთ პასუხებს, როგორიც არის ობიექტური და როგორიც ალაბთ ჩვენს ბევრ ობიექტს არ მოეწონება. 

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ტვ პირველის ეთერში გასული აუდიოჩანაწერების  გასვლის შემდეგ  გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ან მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე დაიწყო.