ძალიან მაწუხებს პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობე - მეგრელიშვილი პლენარულ სესიაზე
"გირჩის" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ინიციატივა დააყენა, რომ პარალმენტში შესასვლელი რკინის ღობე აიღონ. მეგრელიშვილმა განმარტა, რომ ღობე მას ციხის ასოციაციას უჩენს.
დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა. თუ რამე სისულელეს ვიტყვი, არ დამცინოთ. გადავწყვიტე, რომ რაც მართლა ძალიან მაწუხებს, ის გითხრათ, ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, თითქოს ისეთი განცდა მაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა, მე რაღაცნაირად არ მინდა. მინდა, შემოგთავაზოთ, იქნებ ის ღობე ავიღოთ კონსენსუსით", - თქვა მეგრელიშვილმა.