ვითარება უნდა შეიცვალოს - სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე
ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული სიტუაცია ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სიტუაცია უნდა შეიცვალოს.
ეს მთავარი საკითხი იმსახურებს ყურადღებას და ეს ეხება ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საკითხს, რომელიც მე ვფიქრობ, განსაკუთრებულად მწვავეა. შექმნილია ვითარება, რომელიც ასე ვერ გაგრძელდება.
აქვე მინდა ვთხოვო ყველას, რომ ნურავინ ეცდება, რომელიმე მხარე წარმოაჩინოს შავ ფერში და რომელიმე თეთრში, ასე სიტუაცია არ უნდა გაიყოს.
მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა და საამისოდ მეც მინდა, მზადყოფნა გამოვხატო, ეს ვითარება ვერ გაგრძელდება, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და საამისოდ ვართ მზად. ინფორმაციის ჩაკეტვა, დახურვა ყოველმხრივ საზიანოა, პირველ რიგში, ამ ბავშვთა სახლისათვის. ვიზრუნოთ ყველამ, რომ ეს რეალურად აღმოიფხვრას და ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს მოვლენები,“ – თქვა დეპუტატმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი მთავრობას სთხოვს, იმსჯელოს საპატრიარქოს ნინოწმინდას ბავშვთა სახლის ლიცენზიის გაუქმებაზე. ნინო ლომჯარაიას უწყებამ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც გაერო-ს მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებაზე პანსიონატში არ შეუშვეს. ირკვევა, რომ პანსიონატის აღსაზრდელებს, რომლებსაც მეუფე სპირიდონი აკონტროლებს, სკოლაში ზედამხედველის გარეშე არ უშვებენ.