აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს ჩრდილოელ მეზობელს - მამუკა მდინარაძე "რიონის მცველებზე"
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ, მამუკა მდინარაძემ, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი იმ საქმეს აკეთებენ, რაც რუსეთს აწყობს.
ისინი აკეთებენ იმ საქმეს, საქმე კეთდება ისეთი, რომელიც აწყობს მაგალითად, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. როცა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი და 800 მილიონზე მეტ ინვესტიციაზეა საუბარი, რაზეა საუბარი. რა ხარისხის ინვესტიციაზეა საუბარი. ამ დროს როცა ეწინააღმდეგები, მინიმუმ, ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობას და 800 მილიონიანი ინვესტიციის ჩადების ინტერესს", - ამბობს მდინარაძე.