სკანდალური დოკუმენტი, რომელიც ნამოხვანჰესის საქმეს თავდაყირა აყენებს - მიხეილ სარჯველაძე დუმს

25.05.21 17:31
სკანდალური დოკუმენტი, რომელიც ნამოხვანჰესის საქმეს თავდაყირა აყენებს - მიხეილ სარჯველაძე დუმს

სკანდალური დოკუმენტი, რომელიც ნამოხვანჰესის საქმეს თავდაყირა აყენებს - მიხეილ სარჯველაძე მისივე ხელმოწერილ, გასაიდუმლოებულ დოკუმენტზე დუმს. 

მმართველი პარტიის ლიდერები კი ამბობენ, რომ მთავრობა თურქულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკვე სწავლობს. 

რომელიმე პროექტი აბსოლუტურად გამართული შეიძლება არ იყოს. აქ უნდა ვილაპარაკოთ, რა ხარვეზებია და ვისაუბროთ მის გამოსწორებაზე, თუ ასეთი არის. ეს უნდა დადგინდეს. 

პარლამენტის თავმჯდომარეც ამიტომ იწვევდა მათ შეხვედრაზე, რომ რეალური, საგნობრივი არგუმენტები მოესმინა და არა პოლიტიკური მოთხოვნები. თუ სადმე რეალური ხარვეზი არის, უნდა გამოსწორდეს. საქართველოს ენერგეტიკა უნდა გაჩერდესო, ასეთი მოთხოვნებიც გაისმა. ასეთი მოთხოვნები არ უნდა გაჟღერდეს. ხარვეზი თუ რამე არის ამაზე უნდა ვისაუბროთ. მაგრამ ეს მოთხოვნები დეტალური უნდა იყოს"- თქვა მამუკა მდინარაძემ 

ცნობისთვის, აღმოჩენილია 22 უარყოფითი შენიშვნა რომლიც იუსტიციის სამინიტრომ კომპანია ენკასთან გაფორმბულ ხელშეკრულებაში აღმოაჩინა.

გასაიდუმლოებული სკანდალური დოკუემნტი ცოტახნის წინ „მთის ამბებმა" გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ ხელშეკრულებით, ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობის შესრულება   საქართველოს მთავრობას ეკისრება, მაშინ, როდესაც დოკუემნტში კომპანია "ენკას" უფლებები მაქსიმალურად არის დაცული. "მთის ამბების" მიერ მოპოვებული დოკუმენტით დგინდება, ისიც რომ ჰესის მშენებლი კომოპანიიას რიგ საკიტხებზე პასუხიმგებლობა სრულად მოხსნილი აქვს.

მსგავსი სიახლეები