რიონის მცველები ხვალ ხეობაში ბრუნდებიან

25.05.21 17:41
რიონის მცველები ხვალ ხეობაში ბრუნდებიან

ნამაჰვანჰესის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში ფილარმონიის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მანამდე რიონის მცველებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, მიმართა და თქვა, რომ ხვალ ხეობაში ბრუნდებიან. 

სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარავებულია, მათ შორის, დღევანდელი დასკვნითაც, რომელიც გასაჯაროვდა, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებითაც, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას და ყველა იმ ჩართულ ადამიანს, ვინც აქ მოდის და ვინც კიდევ შემოგვიერთდება მომავალში და ამის შემდეგ, უკვე, ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი  არგუმენტაციით იმ პროცესისა, რომ მთლიანად გაშიშვლებულია უკვე ყველა პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ჩადის და აკეთებს. 

ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას ხეობაში და არ მივცეთ საშუალება იმისა, რომ ახლა იმით ისარგებლონ, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ იგივე ჩვენ თანამემამულეებს და მათ გააგრძელონ ხეობის ნგრევა იქ

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას ხეობაში და არ მივცეთ საშუალება იმისა, რომ ახლა იმით ისარგებლონ, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ იგივე ჩვენ თანამემამულეებს და მათ გააგრძელონ ხეობის ნგრევა იქ.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ 4 საათზე ისევ ვაჩვენოთ აქ ჩვენი ძალა და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას და დავანახოთ საკუთარი სახე და თავი სარკეში, რომ ის არის კანონგარეშე და ამის შემდეგ ჩვენ დავიძრებით რიონის ხეობისკენ- თქვა გოლეთიანმა. 

მსგავსი სიახლეები