უკრაინის სანქცია გაიაშვილს - საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ რეაქცია ექნებათ

03.07.23 15:12
უკრაინის სანქცია გაიაშვილს - საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ რეაქცია ექნებათ

უკრაინის მიერ დასანქცირებული თამაზ გაიაშვილის მოთხოვნას საქართველოს მთავრობამ უპასუხა. 

ეკონომიკის მინისტრიი ადასტურებს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის მთვრობის ვერდიქტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ექნება. ითხოვენ განმარეტებებს, რატომ მიიღეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და რატომ დაუწესეს შეღუდვები ქართული ავაიხაზების დამფუძნებელს. 

ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რეომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის მხრიდან მსგავსი რეაქცია სხვა შემთხვევში არ ყოფილა. სამწუხაროა, რომ მორიგი არამეგობრული გადაწყვეტიელება ვიხილეთ ჩვენ უკრაინის ხელისუფლების და ასეთი ფატქები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევში, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა. 

ცალსახად მიუღებელია. არ ჯდება იმ ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რაც უკრაინას და საქართველოს გააჩნია. ამაში მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ხელიც ურევია. სამინისტროს ექნება რეაქცია და მოგვაინებით, გაიგებთ როგორი რეაგირება იქნება ჩვენგან".- თქვა დავითაშვილმა.

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს ადასტურებს, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.