ვახო სანაიას პროცესი გადაიდო
ვახო სანაიას პროცესი გადაიდო - ჟურნალისტის საქმის განხილვა სასამართლოში 19 ოქტომბერს დაწყება.
ცნობილ ტელესახეს შსს სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებს ედავება. სასამართლოში სადაც დღეს პროცესი გაიმართა, დღეს არც ტელეწამყვანი და არც მისი ადვოკატი არ მისულა, თუმცა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას ადვოკატი იძულებითი წესით დაუნიშნა.
სანაია ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ გადადებენ სხდომას, ან რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს სასამართლო.
"მე უარს არასდროს ვიყუვი სიტყვის თავისუფლებაზე, ყოველთვის დავწერ და ვილაპარაკებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია"- აცხადებს ჟურნალისტი.
სასამართლო სხდომა გადაიდო, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ დანიშნავენ, რამდენჯერ გადადებენ, ან რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ - ეს იქნება პატიმრობა, ჯარიმა, რამდენ დღეს მომისჯიან, ამ ყველაფერს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არ ვაღიარებ ამ საქმეებს, ამ სასამართლო სხდომებს. ასე რომ, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ, მე უარს არასდროს ვიყუვი სიტყვის თავისუფლებაზე, ყოველთვის დავწერ და ვილაპარაკებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია, დანარჩენი, შეუძლიათ თავის სასამართლო სხდომებზე ითამაშონ და როგორი გადაწყვეტილებაც უნდათ, ისეთი გამოიტანონ, - ამბობს ვახო სანაია.
ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, ვინც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო 14 დღით იყო დაპატიმრებული.
ის ადმინისტრაციულ პატიმრობაში „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გაუშვა.