ამას არ ჭირდება ურწმუნო თომას როლში ყოფნა, ფაქტი სახეზეა, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა - ყოფილი მოსამართლე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დიდი ხანია რაც საგანგაშოა და ამას არ ჭირდება ურწმუნო თომას როლში ყოფნა, ფაქტი სახეზეა და მძიმეა! - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვინც, ალბათობის დონეზეც კი, უშვებდით რომ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობა კარგადაა და ცუდად ყოფნას იბრალებდა, გეტყვით რომ თქვენი გულუბრყვილობა და მიამიტობა, ზოგჯერ კი გამიზნულად ნიშნის მოგებითი რიტორიკა, კარგადაა გამოყენებული პროპაგანდისტული მანქანის მიერ და საბოლოოდ დამღუპველია ქვეყნისთვის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დიდი ხანია რაც საგანგაშოა და ამას არ ჭირდება ურწმუნო თომას როლში ყოფნა, ფაქტი სახეზეა და მძიმეა!
სახელმწიფო, თუ თავის თავს თვითონ განაგებს და თავისუფალია, თუ მას დამოუკიდებელი პირები მართავს, არ დაუშვებს მესამე პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ციხეში ყოფნას! მაგრამ, არის კი ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლი და თავისუფალი?!
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.