შსს-მ ავტოპარკი განაახლა - ნაყიდია 86 ახალი მანქანა, დახარჯულია 8 მილიონი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკი განაახლა. ნაყიდია 86 ახალი მანქანა. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქმის რვა მილიონი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ გომელაურის უწყებამ ავტომობილები "ქართული ოცნების" ყოფილი მინისტრის კომპანიისგან იყიდა.
ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიამ ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.
შსს-ს გარდა სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოც ყიდულობს ახალ ავტომობილებს და ასევე ახალციხის მერიამაც გამოაცხადა ტენდერი, რის შედეგადაც 4 ახალი პიკაპი შეიძინა.
ეს ფაქტი ოპოზიციას ეჭვებს უჩენს და დასაბუთებას მოითხოვს, რა საჭიროებას წარმოადგენს ამდენი ავტომობილი და რატომ იხარჯება ამდენი თანხა არამიზნობრივად.
ბოლო რამდენიმე წელია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ხშირად ყიდულობს ავტომობილებს. რამდენიმე თვის წინაც 6 მილიონი ლარის ავტომობილები. ყიდულობს ჯეო-სტატუსით, ანუ შესყიდვების კანონის გვერდის ავლით 117 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილს, რომელი ავტომობილის დასახელებაც არ ვიცით. უფრო მეტი დასაბუთება სჭირდება შსს-ს, რა საჭიროებას წარმოადგენს ამდენი ავტომობილები, ანუ ეს ავტომობილები ჩანაცვლება არის თუ დაემატათ თანამშრომლები, თუ თანამშრომლებს დაუმატეს ავტომობილები. ასევე არის ახალციხის მერია, რომელსაც არანაირი რაციონალური ახსნა და დასაბუთება არ აქვს 4 პიკაპის შესყიდვის. ასევე არის კომუნიკაციების ეროვნული კომისია". - ამბობს "ევროპული საქართველოს წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ადამიანური რესურსის რაოდენობა ირზდება და მათი მტკიცებით, აუცილებელი ხდება რომ ახალი ავტომობილები შეიძინონ. ამბობენ, ასევე, რომ იზრდება საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც.