ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, თუ როგორ შეიძლება კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ერთპარტიული - მსხილაძე ვეტოს დაძლევაზე
"ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი იმისა, თუ როგორ შეიძლება კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ერთპარტიული და დანიშვნა ცესკოს თავმჯდომარის", - ასე აფასებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
მსხილაძის შეფასებით, ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევა ამიერიდან ერთპარტიულად მოხდება და პრეზიდენტის ინსტიტუტი ცესკოს ჩაეხსნება.
პარლამენტმა, სამწუხაროდ, არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი და დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ როგორ შეიძლება კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ერთპარტიული და დანიშვნა ცესკოს თავმჯდომარის, როცა ვენეციის კომისიის დასკვნაც და ასევე, შუალედური ნაგარიში ევროკომისიის მიუთითებდა იმაზე, რომ აღნშნული ცვლილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული და ეს შეიძლება შემაფერხებელი გარემოება ყოფილიყო იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაში,“ - ამბობს გიორგი მსხილაძე.