დაპირისპირება პარლამენტში - თავდაცვის კოდექსის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

03.07.23 18:20
დაპირისპირება პარლამენტში - თავდაცვის კოდექსის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

 

დაპირისპირება პარლამენტში - თავდაცვის კოდექსის განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

კამათი სხდომათა დარბაზში, რიგგარეშე სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ხატია დეკანოიძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილე პარლამენტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მინისტრის მოადგილის პასუხები ზოგადია.

მე მართლა ერთადერთი ინტერესი მაქვს, რომ კითხვებზე მივიღო პასუხი და სულ, რომ თქვენ მოგეჩვენოთ, რომ პროცედურასთან დაკავშირებული წინაღობები გაქვთ, ვფიქრობ, მაინც ვალდებული ხართ გასცეთ კითხვებს პასუხი, ეს არის ამ პარლამენტის პრეროგატივა. თქვენ, რომ მოვბრძანდებით აქ პარლამენტში, რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, ყველა კითხვაზე პასუხი არის აუციელებელი. თქვენ, რომ ცდილობთ თავი აარიდოთ, ვფიქრობ, რომ პარლამენტის მიმართ იჩენთ მეტწილად უპატივცემულობას,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

სხდომის გადადებამდე პარლამენტში ჯერ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. სხდომის განახლების შემდეგ კი გია ვოლსკიმ, რომელიც უძღვებოდა რიგგარეშე სესიას, განაცხადა, რომ სხდომა ხვალისთვის გადაიდო.

მე ვამბობ, რომ წინააღმდეგობრივი ტურბულენტობიდან გამოვიდე ახლა და ხვალ გავაგრძელოთ დაზუსტებებით,“ - მიმართა გია ვოლსკიმ დეპუტატებს.