ყველამ ნახა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორსაც ხატავდა „ოცნება“ - დეკანოიძე

03.07.23 18:34
ყველამ ნახა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორსაც ხატავდა „ოცნება“ - დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ, ყველამ ნახა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორსაც ხატავდა „ოცნება“.

ოპოზიციონერის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საავადმყოფოში, არის ძალიან მძიმე და მისი ტრანსფერი საზღვარგარეთ არის აუცილებელი და საჭირო.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო პირველ რიგში, მისი ძალიან მძიმე ფიზიკური მდგომარეობა და ის ვიზუალური სურათი, რომელიც გვაქვს მისი ჩართვის შემდეგ სასამართლოზე, ჩემთვის არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის. პოლიტიკური შეფასებების მიღმა ვიტყვი, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უნდა ჰქონდეს ადეკვატური შეფასება. იქ უნდა შევიდნენ პოლონელი ექიმები. ეს არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა და მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი, მათ შორის მკურნალობის კურსი, უნდა იყოს გამოკვლეული, თუ რატომ ხდება ასე კატასტროფულად წონაში კლება. მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელსაც მართავს სანქცირებული მოსამართლეების კლანი. მისი ვიზუალური გარეგნობა არის ძალიან მძიმე და ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ხელისუფლებას მარტო პროპაგანდის ჭრილში აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი. ყველამ ნახა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორსაც ხატავდა „ქართული ოცნება“. მესამე პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საავადმყოფოში, არის ძალიან მძიმე. მისი ტრანსფერი საზღვარგარეთ არის აუცილებელი და საჭირო". - განაცხადა დეკანოიძემ.