ისეთ მდგომარეობაშია, მისთვის სულ ერთია, სად დააბრუნებენ, მოკლავენ, გადააგდებენ - კიდევ ვერ გაიგეთ, რა მდგომარეობაშია? - ალასანია
"ჩემი შვილი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, მისთვის სულ ერთია, სად დააბრუნებენ, მოკლავენ, გადააგდებენ - კიდევ ვერ გაიგეთ, რა მდგომარეობაშია?" - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გააკეთა.
გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას ის კადრები ვერ ასახავს, რაც დღეს მოსახლეობამ იხილა.
რაც ნახეთ, ვერ შეგიქმნით იმ შთაბეჭდილებას, რაც არის რეალურად. მე რომ შემომხედოთ ახლა და წარმოიდგინეთ, ჩემი ნახევარია. ყველაზე პატარა ზომა შარვალი რომ მიმაქვს ხოლმე, ისიც „დაკიდებულია“ და ვარდება. შეხედეთ ჩემს ხელებს, ჩემი ნახევარი აქვს, წვრილი, საცოდაობა და კუნთის ნასახი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, ადამიანი არ ჭამსთქო - თითქოს ჭამს, მაგრამ ხორცს ვერ ჭამს, დანარჩენს ჭამს. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ექიმებს ხელი აქვთ აღებული და არ მკურნალობენ. მკურნალობენ, ყოველ წუთში შემოდიან, რაღაცას აძლევენ, გადასხმები გაუკეთდა. როგორც ჩანს, არაფერი მუშაობს, აი, რატომ არ მუშაობს, არ ვიცი... მისთვის მთავარი არის ის, რომ ეს სახელმწიფო გადარჩეს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა. მე მგონი, ბუნებრივია. იცით, ხანდახან მიკვირს, იმიტომ, რომ როდესაც გვერდით ვზივარ, უჭირს, ხანდახან ორ სიტყვას ვერ გეტყვის და აქ რამდენი ილაპარაკა, გაკვირვებული დავრჩი. მე უფრო მაინტერესებდა, როგორ გაუძლებდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.