დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური მოკლეს
დონბასში რუსული სპეცრაზმის მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი პისარენკო, მეტსახელად „დიდი“ მოკლეს.
პისარენკოს ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას სპეციალური დანიშნულების რაზმის, „ახმატის“ ხელმძღვანელი აფთი ალაუდინოვი ავრცელებს.
მადლობა მშობლებს, რომლებმაც აღზარდეს ასეთი გმირი. პისარენკო ევგენი ვალერიევიჩ - ღმერთმა დაგლოცოთ და დედამიწამ მშვიდობა მოგცეს - ჩემო ძვირფასო ძმაო, დიდი გულით! - წერს ალაუდინოვი.
ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველი დღიდან იღებს.
მსგავსი სიახლეები
06.10.26 15:47
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.