სააკაშვილის შოკისმომგვრელი კადრები "ვივა მედიდან" და მთავარი გზავნილები საკნად ქცეული პალატიდან
პირველი შოკისმომგვრელი კადრები "ვივა მედიდან". 5 თვიანი იზოლაციის შემდეგ, დღეს, საზოგადოებამ ნახა რეალურად როგორ გამოიყურება პრეზიდენტი სააკაშვილი. უკიდურესად გამხდარი და სრულიად შეცვლილი. ეს არის ერთწლიანი მკურნალობის შედეგი. სააკაშვილს დღეს საკუთარ სასამართლოზე ჩართვის უფლება მიეცა. მძიმედ მყოფი პატიმარი პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლისთვის მზად არის. საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ყოლია, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ - ასე მიმართა სააკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
პრეზიდენტის მიმართვის მთავარი ადრესატი დღეს საზოგარეობა და ქართული ოცნება იყო. სააკაშვილი ხელისუფლებას დებატებში იწვევს. ვითხოვ ერთდაერთს - ღია კამათს, ხალხმა გადაწყვიტოს თქვენ ხართ მართლები თუ მე - ამბობს სააკაშვილი, რომელიც ოცნებას ამ ფორმით ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება არის შექთმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და საზოგადოებას შიშის დაძლევისკენ მოუწოდებს.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში ⬆️.