საქართველოს მთავრობა დასანქცირებული თამაზ გაიაშვილის დასაცავად სრულ მზადყოფნაშია

03.07.23 20:16
საქართველოს მთავრობა დასანქცირებული თამაზ გაიაშვილის დასაცავად სრულ მზადყოფნაშია

 

 

საქართველოს მთავრობა დასანქცირებული თამაზ გაიაშვილის დასაცავად სრულ მზადყოფნაშია. მინისტრები და პარლამენტის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ უკრაინამ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.  ამიტომ ომში მყოფი ქვეყნისგან ითხოვენ  მტკიცებულებებს, რის  საფუძველზე დაუწესეს სანქციები ქართულ ავიახაზებს. ოცნება  უკრიანის ხელისუფლებას  ემუქრება და ქართული ოპოზიციური პარტიების გავლენებით მოქმედებაში ადანაშუალებს.

ახლა საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი? უკვე დაანონსებულია, რომ უკრაინის ე.წ შავ სიაში კიდევ ბევრი ქართული გვარი მოხვდება. ყველა ვინც, ირიბად თუ პირიდაპირ რუსეთს ეხმარება, დასანქცირდება. უკრაინის მიერ  მომზადებული დასანქცირებულების სია კი დასავლეთისთვის წინაპირობაა, რომ შეზღუდვები ამერიკამ და ევროპამაც აამოქმედოს.

რითი პასუხობს ოცნება კიევის სანქციებს - დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს.

დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში ⬆️