ზურაბიშვილის ვეტო დაძლეულია - 2024 წლის არჩევნებს "ოცნების" სრულ დაქვემდებარებაში მყოფი ცესკო ჩაატარებს
2024 წლის არჩევნებს "ოცნების" სრულ დაქვემდებარებაში მყოფი ცესკო ჩაატარებს. სალომე ზურაბიშვილს მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი ბერკეტი გამოაცალა ხელიდან. პრეზიდენტის ნაცვლად საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს და წევრებს ამიერიდან "ოცნებაში" შეარჩევენ. ზურაბიშვილის ვეტო დაძლეულია. კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე სრულ კონტროლს ამყარებს.
"ოცნებამ" არც ცესკოს შემთხვევაში გაითვალისწინა ევროკავშირის რეკომენდაციები. დაივიწყა შარლ მიშელის შეთანხმება. კიდევ ერთი ვეტოს დაძლევით პოლიტიკური შტურმის ახალი სერია განახორციელა პრეზიდენტის წინააღმდეგ და პარალელურად საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკური გავლენები გაიძლიერა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, მმართველ პარტიას ახლა შეუძლია დროებით დანიშნული და პოლიტიკურ მორჩილებაში მყოფი გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კიდევ 5 წლით დატოვოს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. ⬆️