ირაკლი კობახიძე არის თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი ეროვნული პოლიტიკური შეცდომა - უსუფაშვილი
„ირაკლი კობახიძე არის დიდი პოლიტიკური შეცდომა,“ - ასე ეხმაურება ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ქართული ოცნების მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას და მმართველი გუნდის ვეტოს.
დავით უსუფაშვილი უმთავრეს შეცდომად შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევას მიიჩნევს, რადგან ამ დოკუმენტში ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევას ეხებოდა.
პარლამენტში ჩემს კოლეგა ირაკლი კობახიძეზე მხოლოდ ერთი კომენტარი შემიძლია გავაკეთო - დიახ, ირაკლი კობახიძე არის თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი ეროვნული პოლიტიკური შეცდომა... იმედი მაქვს, რომ ამ ცესკოს და ასეთი ხელისუფლების პირობებში 2024 წლის არჩევნებში ცვლილება აუცილებლად დადგება, მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია - ნუთუ იმისთვის დავიბადეთ, რომ ამ ყოფაში გავატაღოთ მთელი ჩვენი სოცოცხლე,“ - ამბობს დავით უსუფაშვილი.