100 ათას ლარიანი პორშე პანამერა შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის და 86 კიას მარკის უახლესი მოდელები უწყებას

03.07.23 20:26
100 ათას ლარიანი პორშე პანამერა შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის და 86 კიას მარკის უახლესი მოდელები უწყებას

 

სირენებიანი პორშე შს სამინიტროს მაღალჩინოსნებისთვის.  დედაქალაქში  გადაადგილდება  დაახლოებით   100 ათას ლარიანი პორშე პანამერა, რითაც, ჩვენი ინფორმაციით საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი სარგებლობს. ავტომობილი  შს სამინისტროს ბალანსზეა.  ეს არ არის ერთადერთი ძვირადღირებული მანაქანა, რომელიც ძალოვანი  უწყების საკუთრებაა.  გომელაურმა შვიდნახევარ  მილიონად 86 კიას მარკის უახლესი მოდელებიც იყიდა. 

მრავალმილიონიანი ხელშეკრულება "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნის  კომპანიასთან  გაფორმდა. შს სამინისტრომ დოკუმენტებში ჩაწერა, რომ ავტომობილები ოპერატიული დანიშნულების არის,  თუმცა ძალოვანი უწყება ყველა შესყიდვის განმარტებად  ბოლო პერიოდში ამ არგუმენტს  იყენებს.  ასე მოხდა რამდენიმე თვის წინაც, როცა გომეალურმა რამდენიმე მილიონად ავტოპარკი უკვე განაახლა.

რაში სჭირდებათ შს სამინისტროში ამდენი მანქანა?- დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.⬆️